საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის №6174/02, 01.03.2013 და №6173/02, 01.03.2013 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 ქვეპუნქტი:
„911. მიგრაციის მართვა (დანართი 207);“.
2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მეექვსე ნაწილის შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში:
ა) „გ“ პუნქტის 120-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 120);
ბ) „გ“ პუნქტის 123-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფრანგული ფილოლოგია“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 123);
გ) „ე“ პუნქტის 154-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ანგლისტიკა“ (დანართი 154);
დ) „ზ“ პუნქტის 190-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ინტერფაკულტეტური პროგრამა „ევროპისმცოდნეობა“ (დანართი 196);
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი